Untitled Document
| იცით თუ არა, რომ... |
* * * |
| „ნურიე-გელი“-ს ტბის პირველი სახელი „გელ-ბაში“-ს ტბა იყო. „ნურიე-გელი“ თურქული წარმოშობის სახელია, ქართულად ნიშნავს „ნური დაბრუნდი“. ამ ტბას მესამე სახელიც ჰქონდა - მარგალიტის ტბა. |
* * * |
| ბიზანტიელები მას სკვითებისას ეძახდნენ, რუსები - პონტოს, იტალიელები - დიდს, არაბები - რუსებისას. ჩვენ - შავ ზღვას. |
* * * |
| 2002 წლის მონაცემით საქართველოში სულ 62 ქალაქია. |
* * * |
| ”იანკი”, ”ვაქცინა”, ”პენტაგონი”, ”კენედი”, ”ვისკონსინა”, ”ჩერნობილი”, ”ანა კურნიკოვა” - კომპიუტერული ვირუსების სახელებია. |
* * * |
| მსოფლიოს მრავალ ქალაქში რამოდენიმე ზოოპარკია: ნიუ-იორკში 4, პარიზსა და ლონდომში სამ-სამი, ტოკიოსა და ჩიკაგოში კი - ორ-ორი. |
|
|
|
 |
|
6 მაისის პარკის სიახლეები
12 ივნისი 2010 წელი
ყველანი ზოოკუთხეში
12 ივნისს ზოოკუთხეში, პრიმატების განყოფილებაში ძალიან მხიარული სანახაობა მოაწყო თოჯინების თეატრმა „ბერიკებმა“. ზღაპრის გმირების კოსტუმებში ჩაცმული მსახიობები პატარებს სხვადასხვა თამაშებით ართობდნენ , ისმოდა მუსიკა და მხიარული ყიჟინი. ბავშვები ძალიან გაერთნენ კონტაქტური ზოოკუთხის ბინადარი ბაჭიებით. ისინი ბაჭიებს უმასპინძლებოდნენ სხვადასხვა ბოსტნეულით, ეფერებოდნენ და თამაშობდნენ ერთად.
პატარებს დაშლა არ უნდოდათ, კარგა ხანს გასტანა მხიარულებამ. „6 მაისის პარკი“–ს დირექცია ზაფხულის მანძილზე არაერთ ასეთ მხიარულ საღამოს ჰპირდება დამთვალიერებელს ...სრულად»
|
| |
01 ივნისი 2010 წელი
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პარკში დილიდან ხალხმრავლობა იყო. ბავშვების მხიარული ჟრიამული ყიჟინი ისმოდა ყველა მხრიდან. ამ დღეს პარკის დირექცია ტრადიციულად უფასოდ იწვევდა პატარებს ატრაქციონებზე, ზოოკუთხეში და აქვარიუმში, აქვე სკვერებში მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენება – გაყიდვები. მხიარული ბერიკები სხვადასხვა თამაშებითა და ვიქტორინებით ართობდნენ პატარებს, ასაჩუქრებდნენ მათ სუვენირებითა და ფერადი ბუშტებით, რომელიც პაარკის დირექციამ დააწესა მათთვის. საღამოს გაიმართა ბავშვთა შემოქმედებითი სტუდიების კონცერტი, რომელმაც გვიან ღამემდე გასტანა ...სრულად»
|
| |
15 მაისი 2010 წელი
წარმატება მინი–ფეხბურთში
3 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ჩატარდა ქ. ბათუმის პირველობა მინი–ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის.
მონაწილეობდნენ: აჭარის ა.რ. უმღლესი საბჭოს აპარატი, აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატი; აჭარის ტელე–რადიო დეპარტამენტი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო;
აჭარის გარემოს დაცვის მთავარი სამმართველო; თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია; აჭარის ა.რ. ტურიამის დეპარტამენტი; აჭარის ა.რ. საგზაო დეპარტამენტი; შპს ბათუმის წყალი და „6 მაისის პარკი“ – სულ 11 გუნდი. პარკის გუნდი ტურნირის მანძილზე გამოირჩეოდა, მან საპატიო მესამე ადგილი დაიკვა. გუნდს გადაეცა საპატიო სიგელი და თასი ...სრულად»
|
| |
06 მაისი 2010 წელი
6 მაისი – პარკის დღესასწაული
6 მაისს პარკი თავის დღეს აღნიშნავს! სამზადისი ჯერ კიდევ წინა დღით
დაიწყო, როცა ერთერთ სკვერში საგანგებოდ დაიდგა დიდი საკონცერტო სცენა.
დილიდან ხალხმრავლობა იყო პარკში: ძირითადად მუშა ჯგუფი ფუსფუსებდა, რომლებიც სცენის გაფორმებითა და აპარატურის მონტაჟით იყო დაკავებული. დღე მთლიანად გაწერილი იყო სხვადასხვა ღონისძიებებით
...სრულად»
|
| |
18 აპრილი 2010 წელი
მუზების ხეივანი პარკში
17-18 აპრილს ქ. ბათუმში გაიმართა ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების შემოქმედებითი საღამოები. შეხვედრების ორგანიზატორი გახლდათ რეგისტრირებული კავშირი „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“. 18 აპრილს მოეწყო ველორბოლა ქალაქის ქუჩებში, რომელშიც ამ საღამოების ყველა მონაწილე იყო ჩაბმული, მათ შორის მწერალი დავით ტურაშვილი, ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაიშვილი, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და სხვები. დასკვნითი აქცია „6 მაისის პარკში“ მოეწყო. აქ ერთერთ სკვერში ჩარგეს 30 ძირი ნორჩი ნაძვი და საფუძველი ჩაუყარეს პოეზიის ხეივანის გაშენებას. სამომავლოდ ამ ხეივანს „მუზების ხეივანი“ დაერქმევა. აქციის მონაწილეებმა დაათვალიერეს პარკი და შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.
...სრულად»
|
| |
28 თებერვალი 2010 წელი
ზოოკუთხის ახალი ბინადარი – მწვანე მაკაკა
28 თებერვალს ზოოკუთხეს ახალი სახეობის ექსპონატი შეემატა - მწვანე მაკაკა (Cercopithecus sabaeus). მწვანე მაკაკები ბინადრობენ ეთიოპიის მთებში, ზღვის დონიდან 1000 – 2000 მეტრის სიმაღლეზე. ისინი შინაურ კატებზე დიდი ზომისაა. მხრები, ზურგი და კუდი დაფარული აქვთ მოკლე მოსერო–მომწვანო ფერის ბეწვით, ტანის შიგნითა ნაწილები უფრო ღია ფერისაა, თავზე მომწვანო ფერის ბეწვი ქუდივით ადევს, ბაკენბარდები და ულვაშები თეთრი ფერისაა, კანი სახეზე შავი ფერის აქვთ, თათების ქვედა ნაწილი კი – ყვითელი ...სრულად»
|
| |
14 თებერვალი 2010 წელი
6 მაისის პარკში გაიმართა ვალენტინობის დღესასწაული
პარკში დილიდან ხალხმრავლობა იყო, თბილი ამინდი ამას განსაკუთრებულ ელფერს მატებდა. პატარების ჟრიამული ისმოდა ყველა მხრიდან – ატრაქციონებზე, ზოოკუთხეში და სკვერებში. განსაკუთრებით მოსეირნე წყვილები ჭარბობდნენ დღეს – სიხარულით და სიყვარულით გაბრწყინებულნი, ხელიხელჩაკიდებულნი და გადახვეულები გარშემო საოცარ სილამაზეს ქმნიდნენ ...სრულად»
|
| |
17 იანვარი 2010 წელი
ზოოკუთხეში კვლავ ნამატია
ბათუმის ზოოკუთხის ბინადარ ირემი აქსისის ოჯახს პატარა შეეძინათ. ახალშობილი ძალიან ფრთხილი და მშიშარა არსებაა, იკვებება დედის რძით. აქსისი ძალიან ლამაზი, საშუალო ზომის, მაღალფეხება ირემია. მისი მოწითალო-ოქროსფერი ბეწვი ხშირი ხალებითაა დაფარული. ბათუმის ზოოკუთხეში აქსისისების სადგომი გაშლილ ადგილასაა მოწყობილი. აქ ისინი თავს მშვიდად და ლაღად გრძნობენ ...სრულად»
|
| |
25 დეკემბერი 2009 წელი
აქვარიუმში სიახლეა
25 დეკემბერს აქვარიუმის ბინადარ დისკუსებს პატარა ლიფსიტები შეემატათ. დისკუსები ბათუმის აქვარიუმში დაახლოებით 10 წელია ბინადრობენ. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დისკუსების შენახვა და გამრავლება ითვლებოდა აქვარიუმისტიკის უმაღლეს კლასად. ასეა დღესაც, მიუხედავად იმისა რომ ბევრად მეტი ინფორმაცია არსებობს მათ შესახებ ...სრულად»
|
| |
30 აგვისტო 2009 წელი
გამომშვიდობება ზაფხულთან
დილიდან უჩვეულო მზადება მიმდინარეობდა პარკში: დაიდგა სცენა, რომელასაც გარშემო ფერადი ბუშტები შემოაკრეს, დაყენდა აპარატურა - პარკი ყველა მსურველს ნაყინის დღესასწაულზე ეპატიჟებოდა ...სრულად»
|
| |
|
|
|
|